ნათია თურნავა - დინამიკური ეკონომიკური ზრდის მიღწევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ნავიგატორი
1757

ნათია თურნავა - დინამიკური ეკონომიკური ზრდის მიღწევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ასტანის ეკონომიკური ფორუმის თემატიკა მნიშნელოვანია „აბრეშუმის გზის“ ცენტრალური დერეფნის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, ასტანის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წამოწეული თემები გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

„აქცენტები, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ძალიან დიდ სინერგიაშია აქცენტებთან, რომელიც ზოგადად კეთდება გამომსვლელების მიერ და ასახავს მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს. ყველამ გააკეთა აქცენტი განათლების მნიშვნელობაზე და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ ამ საკითხში. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ეს წარვადგინეთ დღეს. ასევე, ძალიან საინტერესო საკითხი იყო მოყვანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, რომ გლობალურ ეკონომიკაში ზრდის ტემპები იკლებს. ამ ფონზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მაღალი, დინამიკური ზრდის მიღწევა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ, რომელიც პრემიერთან ერთად, ყაზახეთში იმყოფება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოს რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია აქვს.

16-05-2019

წყარო: 1tv.ge

20-10-2023

STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE FOR SCHOLARS

30-08-2019

გალის რაიონში თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან

01-03-2019

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.

18-10-2022

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ