თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ნავიგატორი
1137

თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლითაც უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.

პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 1 მაისის ჩათვლით (მის.: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

გთხოვთ, პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ არგუსის თავისუფალი ბლანკის საშუალებით წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენს მონაწილეობას დაფინანსების პროგრამაში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი.

წყარო:https://iliauni.edu.ge

09-02-2023

წყარო: თბილისის მერია

25-07-2019

სოციალური მედიის მართვა - Live დემო ლექცია

19-07-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

11-03-2019

„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ