|
| 1358 |
|---|
სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება
| საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“. პროექტის საბოლოო მიზანია, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობა, უნარების და შესაძლებლობების განვითარების გზით პროექტის ფარგლებში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდება არანაკლებ 160 ახალგაზრდას, რომლებიც გარდა მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებისა მიიღებენ მენტორინგის სესიებში მონაწილეობას. მენტორინგის შეხვედრები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, რომ კონსულტანტთან ერთად დაგეგმონ ბიზნესის წამოწყების კონკრეტული გზები და მიიღონ ფინანსებზე წვდომის შესაძლებობების შესახებ დეტალური ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლაგოდეხი და ყაზბეგი. სამიზნე ჯგუფი მოიცავს 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდა ქალებს, მათ შორის შშმპ-ებსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. პროექტი ხორციელდება „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
წყარო: http://www.economists.ge/
|

11-08-2022
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
|
14-10-2022 გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის |
|---|
|
15-04-2019 ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა |
|
06-03-2019 აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ! |
|
01-03-2023 EU4IM აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს |