|
549 |
---|
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024
სასტიპენდიო პროგრამა - საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024 (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამას.
სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული დარგის /სპეციალობის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში შეცვლილი რეგულაციებისა).
მიზნები და ამოცანები
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. პროგრამის ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამის დარგში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ, პირი, რომელიც:
პრიორიტეტული მიმართულება/დარგი/სპეციალობა
2023-2024 სასწავლო წლისთვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:
პროგრამის შედეგი.
პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, სწავლის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოში შესაბამის სფეროში დასაქმება.
საკონკურსო ვადა
საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2023 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2023 წლის 30 ივნისამდე.
პროგრამის განხორციელება
პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:
განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
განაცხადის შევსების პროცედურა
განაცხადის შევსება გულისხმობს ორ ეტაპიან პროცედურას:
საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი.
გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზეგადაწყვეტილებას იღებსსაკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. მესამე ეტაპი - გასაუბრების და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას. კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ 4) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.
საკონკურსო მოთხოვნები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია
საკონკურსო პირობები:
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას უნდა მიეთითოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აკადემიური პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. კონკურსანტს შეუძლია მიუთითოს მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტი ან/და აკადემიური პროგრამა, სადაც აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს. განიხილება მხოლოდ ზემოაღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ატვირთული დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა
ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამისოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA¬ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. ამ სასტიპენდიო პროგრამის შესაბამისად.
კონკურსში გამარჯვებულ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების შემდგომ საშუალო ჯამური შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.
ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.
ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცეს გრანტი გამარჯვებულ პირებზე, შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.
დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.
დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი.
დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:
პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
დამატებითი ინფორმაცია
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II ტელეფონი: 032 2 97 01 97 ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge ვებგვერდი: iec.gov.ge
|
16-03-2023
წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრი
23-02-2019 “ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის |
---|
15-04-2019 Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს |
03-05-2019 ჩაისა და თაფლის ფესტივალი |
24-04-2019 ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს |