|
373 |
---|
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024
სასტიპენდიო პროგრამა - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“ (შემდგომში - სასტიპენდიო პროგრამა) არის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამა. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე. აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ. პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ინტეგრირებული პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში/ორგანიზაციაში შეცვლილი რეგულაციებისა).
მიზნები და ამოცანები
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას. პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.
პროგრამის შედეგი.
სასტიპენდიო პროგრამის შედეგს წარმოადგენს დაფინანსებული პირის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ასევე, შერჩეული პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კურსდამთავრებულის საქართველოში დაბრუნება და მინიმუმ 12 თვე მუშაობის გაგრძელება იმ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.
საკონკურსო ვადა
განაცხადების მიღება წარმოებს 2023 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე)..
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2023 წლის 30 ივნისამდე.
პროგრამის განხორციელება
პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:
განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
განაცხადის შევსების პროცედურა
განაცხადის შევსება გულისხმობს ორ ეტაპიან პროცედურას: განაცხადის შევსების I ეტაპი - ძირითად საკონკურსო (1/03/2023 - 10/04/2023) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი, გარდა შემდეგი დოკუმენტისა:
საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი.
გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზეგადაწყვეტილებას იღებსსაკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას, ასევე შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადის, სამოტივაციო წერილის და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე.
მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. მესამე ეტაპი - გასაუბრების და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.
საკონკურსო მოთხოვნები, წარმოსადგენი დოკუმენტაცია
საკონკურსო პირობები:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ატვირთული დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
ცენტრი იღებს ვალდებულებას საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:
დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მოითხოვოს დაფინანსება ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.
დაფინანსების სახეები. ანგარიშსწორების წესი. პროგრამის ბიუჯეტი
დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:
პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
დამატებითი ინფორმაცია
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II ტელეფონი: 032 2 97 01 97 ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge ვებგვერდი: iec.gov.ge
|
16-03-2023
წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრი
03-06-2019 დღეიდან Bus Lane-სა და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება |
---|
18-02-2019 „რეზონანსი" - 5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება |
17-07-2019 წარმატების ისტორია: ყავა მონდო |
21-03-2019 „ჰაბ ჯორჯია“ ტვირთების გადაზიდვაზე კვლევას იწყებს |