|
| 894 |
|---|
SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება
| 2023 წლის 23 - 26 ოქტომბერს ქალაქ რიადში, საუდის არაბეთი, გაიმართება „SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ საერთაშორისო გამოფენა. გამოფენას ,,SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ ყოველწლიურად, საშუალოდ 20,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს და 31 ქვეყნის, 250-ზე მეტი მონაწილე ესწრება. საუდის არაბეთი უმეტეს წილად დამოკიდებულია საიმპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, რაც ქართველი მეწარმეებისათვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. გამოფენა, მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამართონ B2B შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან. ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს. განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში ხორციელდება 17 ივლისის 09:00 სთ-დან 7 აგვისტოს 18:00 სთ-ის ჩათვლით. გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. გისურვებთ წარმატებას!
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო |
17-07-2023
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
|
10-10-2022 2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს |
|---|
|
12-07-2019 2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ! |
|
24-04-2023 Announcement of Japanese-Language Program for Overseas Students (Outstanding Students) 2023 between Septermber 6 and Septermber 20 in Osaka. |
|
25-06-2019 Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის |