Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის

Apple-მა სიეტლში გაფართოების შესახებ დააანონსა. ამის შესახებ Business Inessinsider-ი წერს.

კომპანიის გათვლით, ეს 2,000 ადამიანს შეეხება, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაასაქმებს.

Apple-ის ოფისი სიეტლში Amazon-თან რამდენიმე მეტრში იქნება განთავსებული. გადაწყვეტილება 2018 წელს დაანონსებულ გეგმას, 1,000 სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, გააორმაგებს.

გამოცემის ინფორმაციით, 2020 სიეტლში Apple-ის ოფისში 200 ადამიანი დასაქმდება.