|
657 |
---|
ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა ამერიკაში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის ერთწლიან გაცვლით პროგრამას ამერიკაში.
ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის ფელოუშიფის პროგრამა ხელს უწყობს ლიდერული უნარ-ჩვევების გაძლიერებას საერთაშორისო პროფესიონალებს შორის, რომლებიც თანამშრომლობენ ადგილობრივი და გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად და ცვლილებების ხელშესაწყობად საყოველთაო კეთილდღეობისათვის. ამერიკელ კოლეგებთან აკადემიური სწავლისა და პროფესიული განვითარების გზით, ეს მზარდი გლობალური ქსელი აყალიბებს საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში, რათა გაზარდოს სოციალური და ინსტიტუციური შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა განვითარებას და უზრუნველყოს მდგრადი/სტაბილური გარემო.
კონფერენციებში, ქსელურ თუ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობა უზრუნველყოფს სტიპენდიატთა არსებული ცოდნისა და წარმოდგენების გაფართოებას, როგორც მათ სამუშაო, ისე გლობალურ საკითხებზე. სასტიპენდიო პროგრამის კულმინაციას კი ამერიკულ ორგანიზაციებთან ექვსკვირიანი სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს.
სტიპენდიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ჰამფრის სპეციალური ერთწლიანი სემინარი, სადაც სტიპენდიატები ეცნობიან იმ უნარებსა და ხედვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი, როგორც გლობალური ლიდერების ჩამოსაყალიბებლად. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ მიდგომებს მათი რეგიონისათვის ნიშანდობლივი, საერთო პრობლემების თაობაზე და იღებენ ინფორმაციას ამერიკული კულტურისა და საზოგადოების მრავალ ასპექტის შესახებ.
სტიპენდიატები განთავსდებიან შვიდიდან თხუთმეტკაციან ჯგუფებად აშშ-ს შერჩეულ უნივერსიტეტებში, რომლებიც მორგებულნი იქნება მათ აკადემიურ და პროფესიულ საჭიროებებს. ფელოუშიფის პროგრამის ფარგლებში გამართულ გლობალური ლიდერობის ფორუმზე კი სტიპენდიატები შეხვდებიან ჰამფრის კოლეგებს 13 მასპინძელი კამპუსიდან და შეძლებენ მათთან მეგობრული და პროფესიული კავშირების დამყარებას.
კრიტერიუმები: სასწავლო მიმართულებები: -ადამიანური და ინსტიტუციური მიმართულება(ეკონომიკური განვითარება, ფინანსები და საბანკო საქმიანობა, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და საჯარო ადმინისტრირება, ტექნოლოგიების პოლიტიკა და მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა); -ადამიანური უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულება (კომუნიკაციები/ჟურნალისტიკა, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლება, სამართალი და ადამიანის უფლებები, ადამიანებით ვაჭრობის პოლიტიკა და პრევენცია); -მიწების მდგრადი განვითარების მიმართულება(sustainable lands), (სასოფლო-სამეურნეო განვითარება, ბუნებრივი რესურსები, გარემო და კლიმატის ცვლილება, ურბანული და რეგიონული დაგეგმარება); -საზოგადოების წარმატებული განვითარების მიმართულება (გადამდები და ინფექციური დაავადებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, აივ/შიდსის პოლიტიკა და პრევენცია, ნარკოტიკების მოხმარების განათლება, მკურნალობა და პრევენცია, განათლების ადმინისტრირება, დაგეგმვა და პოლიტიკა, უმაღლესი განათლების ადმინისტრირება, ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლება). განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 10 აგვისტო, 2023 წელი დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.
წყარო: https://stipendia.ge/ |
17-07-2023
წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
15-04-2019 გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები |
---|
20-01-2023 ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 |
15-03-2019 “ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს |
02-09-2019 კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა |