რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა
ნავიგატორი
1764

რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა

დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო ფონდში განუცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მლნ ლარი გადარიცხა.

ცნობისათვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.

2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო ფონდში განუცხადეს, ამ დროისთვის სისტემაში ჩართულია 50 000 კომპანია და 741 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 15 000-მა სქემა უკვე დატოვა, რაც სისტემაში ჩართული პირების მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

02-05-2019

წყარო: bpn.ge

18-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება

22-08-2019

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“.

02-05-2019

„თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

24-05-2019

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ