|
| 2767 |
|---|
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
| ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. მასთან ერთად, სოფელში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. როგორც აღინიშნა, წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხირსაში 12 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებელ პროექტებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიც დააფინანსებს. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას მათთან მუდმივ კომუნიკაციასა და პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდნენ. |

01-03-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
|
24-02-2019 აზერბაიჯანმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა |
|---|
|
17-10-2019 ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა |
|
18-10-2019 ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა |
|
15-04-2019 ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა |