გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს
ნავიგატორი
2561


გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს

ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფასის მნიშვნელოვან ზრდას, ხელს აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვების ბუმი და გლობალური ეკონომიკის გამოფიტვა უშლის. ეს ფაქტორი OPEC-ის მცდელობას, ბაზარზე მიწოდების შეზღუდვით ფასის ზრდას შეუწყოს ხელი, ნაწილობრივ ანეიტრალებს.

„როიტერსმა“ ნავთობის ბაზრის 36 ეკონომისტი და ანალიტიკოსი გამოკითხა და მათ ფასის პროგნოზირება სთხოვა. მათი პროგნოზით, ბრენტის საშუალო ფასი 2019 წელს 66.44 დოლარის ფარგლებში იქნება. იანვარში ჩატარებული გამოკითხვით, საშუალო სავარაუდო ფასი 67.32 დოლარი იყო. ჯერჯერობით, წელს ბრენტის საშუალო ფასი 62 დოლარის ფარგლებშია.

„როიტერსი“ ეკონომისტების და ანალიტიკოსების გამოკითხვას ყოველთვე ატარებს და უკვე ზედიზედ ოთხი თვეა, რაც პროგნოზული ფასი კლებულობს. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ქვეყნები, მიწოდების კიდევ უფრო მეტად შეკვეცას გადაწყვეტენ, ეს ფასის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, მაგრამ ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ნავთობის მსხვილი მომპოვებლები და მწარმოებლები 17-18 აპრილს ვენაში შეხვედრას ჩაატარებენ, რა დროსაც, მიწოდების შემდგომი შეკვეცის საკითხს განიხილავენ. როგორც „კომერცბანკის“ სასაქონლო ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი კარსტენ ფრიჩი ამბობს, საუდის არაბეთი მიწოდების უფრო მკვეთრად შეკვეცას ემხრობა, რითაც მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების იმედი აქვს.

03-03-2019

წყარო: bpn

06-09-2019

კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

10-04-2019

პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

04-11-2022

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ

04-11-2022

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ

06-09-2019

კახეთის რეგიონში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

10-04-2019

პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ