|
1988 |
---|
ბიზნესიდან მთავრობაში - მინისტრები, რომლებიც ბიზნეს სექტორიდან მოდიან
საქართველოში მოქმედი 11 სამინისტროდან 6-ის ხელმძღვანელის საქმიანობა მინისტრობამდე ბიზნეს სექტორს უკავშირდებოდა. მოქმედი მინისტრებიდან ზოგი თავად ფლობდა ბიზნეს-წილებს, ზოგს კი უბრალოდ კომპანიებში მაღალი თანამდებობა ეკავა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, მინისტრობამდე მათი საქმიანობის შესახებ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პოსტს 2018 წლიდან იკავებს. აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში დაიწყო, სადაც მოგვიანებით უფროსი პარტნიორი გახდა. McKinsey-მდე გიორგი ქობულია ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენელი იყო საქართველოში. თავდაპირველი შრომითი საქმიანობა კი მან თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აღნიშულ თანამდებობაზე ასევე 2018 წელს დაინიშნა. ივანე მაჭავარიანი ერთ-ერთია, ვისი საქმიანობაც კერძო სექტორს უკავშირდება. კერძოდ, 2013 – 2018 წლამდე შპს "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი იყო. ზოგადად, „ჯეოსელში“ საქმიანობა კი 2000 წლიდან დაიწყო და სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მაჭავარიანი ფლობდა - შპს „ქალამანი 2007“-ს; შპს „ტელესონიკის“ 50%-50%-იან წილებსა და შპს კაფე-გალერეას 40%-იან წილს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი საქმიანობის შედეგად გასულ წელს ფინანსთა მინისტრს შემოსავალი არ მიუღია. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებს. იგი 2016-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 2008 წლის ნოემბერი-2013 წლის თებერვალი – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. იგი 2004 -2008 წლებში – SFK Group - გენერალური დირექტორი იყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, დასაქმებული იყო კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე შპს „ქართუ მენეჯმენტსა“ და სს „პარქაუნთში“. გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილი იკავებდა მენეჯერის პოზიციას როგორც საავიაციო, ისე სამშენებლო სექტორში: სხვადასხვა დროს, იკავებდა სს „ბაგები სითი ჯგუფში“ პროექტების მენეჯერის, შპს „ბურჯში“ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ - ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე, მაია ცქიტიშვილი მუშაობდა საავიაციო ბიზნესში. კერძოდ, ავიაკომპანია „Georgian Air“-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში“, კომერციული დირექტორის თანაშემწედ და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 2017 წლიდან იკავებს აღნიშულ პოსტს. იგი წლების განმავლოაბში ღვინის მწარმოებელთა კავშირში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. ლევან დავითაშვილი 2009 - 2012 წლებში - შპს ,,SCHUCHMANN WINES GEORGIA” -ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, ხოლო 2007 - 2009 წწ - USAID - ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მანამდე, 2002 - 2007 წლებში - შპს ,,წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ლევან დავითაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშიც მოხვდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 4 კომპანიის მეწილე იყო. |
03-03-2019
წყარო: bpn
25-03-2019 თებერვალში ბანკების მოგება წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა - მიზეზი საბანკო რეგულაციებია |
---|
13-03-2019 რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება |
06-06-2019 ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა |
18-02-2019 2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა |