თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს
ნავიგატორი
2377


თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ.

ეს განცხადება ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

მინისტრმა შეხვედრა შეაფასა, როგორც ძალიან პროდუქტიული და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან კომუნიკაციას სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, მათ შორის სპეციალური ელექტრონულ პლატფორმის საშუალებით.

 

„შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა ერთადერთი არ იქნება და კიდევ გაგრძელდება, მეტიც - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ეკონომისტ-მეცნიერს, ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, რომ შემოგვიერთდეს. ერთად ვიმუშაოთ სხვადასხვა დარგობრივ სტრატეგიებზე, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ რეჟიმში მოხდეს მოსაზრებების გაზიარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ მომზადებული ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების გატესტვა.

 

„ვფიქრობთ, რომ დავეყრდნობით მეცნიერულ აზრს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატესტვაში, რომლებიც ჩვენს მიერ იქნება მომზადებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

10-05-2019

წყარო: pia.ge

03-03-2019

ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის

11-03-2019

ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

11-04-2019

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკა

11-04-2019

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკა

03-03-2019

ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის

11-03-2019

ბათუმში ტაბიძის პირველ ჩიხში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ