საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა
ნავიგატორი
1804


საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE WPLA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის წლევანდელ - XI სესიაზე, რომელიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა მხარეებმა ჯგუფის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და მიწის ადმინისტრირებისა და მართვის გასაუმჯობესებლად საქმიანობის მომავალი მიმართულებები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, პროცედურების შესაბამისად, საქართველო, როგორც მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ბიუროს წევრი სახელმწიფო, ორი წლის ვადით ხელახლა აირჩიეს. სესიაში 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტი და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფთან (UNECE WPLA) დაარსების დღიდან თანამშრომლობს.

მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის XI სესია - მაღალი რანგის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებასა და მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ექსპერტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლას უწყობს ხელს.

მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანია, წევრ სახელმწიფოებში ხელი შეუწყოს მიწის მართვის გაუმჯობესებას, საკუთრების დაცვას, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, რეგისტრაციის სისტემის მოდერნიზაციას და ა.შ.

04-03-2019

წყარო: NAPR

19-04-2023

ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა

19-03-2019

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა CIIE 2019

18-03-2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

26-03-2019

ევროკომისიამ Nike დააჯარიმა

26-03-2019

ევროკომისიამ Nike დააჯარიმა

19-04-2023

ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა

19-03-2019

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა CIIE 2019

18-03-2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ