|
| 1882 |
|---|
ევროკომისიამ Nike დააჯარიმა
| ევროპულმა კომისიამ სპორტული სამოსისა და ატრიბუტიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nike 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა კლიენტებისთვის შეზღუდვის შექმნა, რომლებიც მუშაობენ ევროპის ზონაში და ახდენენ ფეხბურთის ეკიპირების ლიცენზირებული ატრიბუტიკის რეალიზაციას. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება. „ევროკომისიამ Nike 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა, იმის გამო, რომ მან აუკრძალა გამყიდველებს გაეყიდათ ლიცენზირებული პროდუქცია ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა ქვეყნებში. ეს შეზღუდვა შეეხო რამდენიმე ცნობილი საფეხბურთო კლუბისა და ფედერაციის ბრენდულ სამოსს“, - წერია განცხადებაში. „ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად ყიდულობენ საკუთარი ფავორიტი გუნდის მაისურებსა თუ შარფებს. Nike კი არ აძლევდა უფლებას ბევრ ლიცენზიის მფლობელს გაეყიდათ ასეთი სახის პროდუქცია სხვა ქვეყნებში, რამაც გამოიწვია არჩევანის შეზღუდვა და პროდუქციის გაძვირება, რაც არღვევს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. დღევანდელი გადაწყვეტილება გარანტიას იძლევა, რომ გამყიდველები და მყიდველები ისარგებლებენ ერთიანი ბაზრის მომგებიანი პრინციპებით: შეიძინონ ევროპის მასშტაბით პროდუქცია დიდი არჩევანით და საუკეთესო ფასით“ - განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 13 წლის განმავლობაში Nike უზღუდავდა რითეილერებს ისეთი საფეხბურთო კლუბების ატრიბუტიკის რეალიზაციას, როგორებიცაა „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „რომა“ და ა.შ. |

26-03-2019
წყარო: bpn.ge
|
03-06-2019 ASB საქართველოს ოფისში იმართება საგრანტო კომიტეტი |
|---|
|
11-03-2019 სოფლის განვითარების ევროპული მოდელი |
|
18-03-2019 2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა |
|
02-04-2019 Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს |