„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“
ნავიგატორი
1923


„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“  მკვლევარმა, ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრის მმართველმა პარტნიორმა საქართველოში დავით დარსაველიძემ, მინიმალური ხელფასის  შესახებ ისაუბრეს. დავით დარსაველიძის თქმით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს.

“აუცილებლად გადასახედია მინიმალური ხელფასის ოდენობა. დღეს დადგენილი რაოდენობა 20 ლარია, რაც ძალიან მცირეა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, მინიმალური ხელფასი არის შრიმის მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დასაქმებულს გადაუხადეს სამუშაოს განხორციელების ან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მოცემულ პერიოდში დროის ან შესასრულებელი ამოცანის საფუძველზე. შეუძლებელია ამ თანხის შემცირება,რადგან იგი კანონითაა გათალისწინებული და მისი მიზანია დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებული იყოს ისე,რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ან პოლიტიკური პირობები არ გაუარესდეს/ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა,რომ თუ მაღალი იქნება მინიმალური ხელფასი, ეს ფასების აწევას გამოიწვევს ყველაფერზე, მეორე მხრივ, დამსაქმებელი ცდილობს,რომ დაბალი იყოს იგი,რადგან მისი წარმოების ხარჯები არ შემცირდეს.

20 ლარით დღეს ნამდვილად არავის უნაზღაურებენ მთელი თვის გაწეულ სამუშაოს, 20 ლარი წარმოუდგენლად დაბალია და ფაქტობრივად, ეს არის რეგულაცია,რომელი არც მუშაობს. დღეს ხელფასები გაცილებით მაღალია, უბრალოდ დარჩენილია ერთეული შემთხვევები,როცა დასაქმებული საარსებო მინიმუმთან შედარებით ნაკლებ ხელფასს იხდის. გასათვალისწინებელია ასევე რეგიონებში არსებული შემთხვევები,როცა სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში დასაქმებული ადამიანები იძულებულები არიან ნაკლები ხელფასი მიიღონ, რადგან იქ ნებისმიერ მსგავს შემოთავაზებაზე უარის თქმა ბევრ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იყვნენ დასაქმებულები და არ იყვნენ უმუშევრები. მე არ ვემხრობი იმ მოსაზრებას,რომ მინიმალური ხელფასი ძალიან უნდა გაიზარდოს და მაღალი იყოს,  თუმცა ის არც ისეთი დაბალი უნდა იყოს,როგორიც 20 ლარია. 20 ლარი ნამდვილად სასაცილოა. რეგიონებში ამ მხრივ კვლევა ჩასატარებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება,თუ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმ გაუტოლდება და თანდათანობით მოიმატებს,“ - ამბობს დავით დარსაველიძე.

04-03-2019

წყარო: commersant.ge

01-05-2019

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

29-05-2019

ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება

11-04-2019

აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა

23-05-2019

26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

23-05-2019

26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

01-05-2019

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

29-05-2019

ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება

11-04-2019

აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ