„თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“
ნავიგატორი
1350


„თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“

„ეკონომიკური ზრდის გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც მიღებულია დღეს ოფიციალურად, არ არის ადეკვატური და არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას ხშირად იძლევა“.

ამის შესახებ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ „პალიტრაიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ემიგრანტების რიცხვი 15.8 პროცენტით გაიზარდა და მათი რაოდენობა 98 935 კაცით განისაზღვრა.

„გადინება არის ქვეყანაში და ეს სტატისტიკამაც დააფიქსირა. ოპოზიცია ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია არაფერ შუაშია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფოკუსს მაინც ვიზალიბერალიზაციაზე აკეთებენ. რა თქმა უნდა, ორივე უკიდურესი პოზიციაა და სინამდვილეში ასე არ არის. დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობა ქვეყნიდან გადის, როდესაც არის პრობლემები. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემები. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში პოლიტიკური პრობლემები იმ სიმწვავის არ არის, რომ მასობრივი გადინება გამოიწვიოს, ხოლო სოციალ-ეკონომიკური პრობლემები რომ აქვს ქვეყანას, ამას სახელისუფლებო პარტიაც აღიარებს. მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ცდილობს მოძებნოს უკეთესი პირობები, სადაც შეძლებს დასაქმებას, ხოლო ვიზალიბერალიზაცია ამას ხელს უწყობს, მაგრამ ის რომ არ ყოფილიყო, ადამიანები სხვა ქვეყანაში წავიდოდნენ, სადაც შეზღუდვა იქნებოდა.

ახლა მეორე საკითხია, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონში გამორჩეული და მაღალია, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! ამაზე არის მარტივი პასუხი. ეკონომისტები კარგა ხანია დაობენ იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც მიღებულია დღეს ოფიციალურად, არ არის ადეკვატური და ხშირად არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა, ვერც იმას გეტყვით, რომ დღეს ეკონომისტებს რამე უკეთესი აქვთ.

შესაბამისად, მარტო ის, რომ ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი) იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, ვნახოთ შიგნით, სტრუქტურაში ყველაზე მეტად რა იზრდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება ფინანსური სექტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ვალს აიღებს მოსახლეობა, მეტად გაიზრდება ეკონომიკა ანუ ნებისმიერი აქტიურობა, რომელიც არის საფინანსო სექტორში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღლა წევს. ეს სინამდვილეში ნიშნავს კეთილდღეობას?- რა თქმა უნდა, არა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ ყველაზე წინმსწრები ტემპით იზრდება ის დარგები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იწვევს მოსახლეობის კეთლდღეობის ამაღლებას,“-განაცხადა პაპავამ.

03-05-2019

წყარო: bpn.ge

23-12-2022

სტუდენტური ბლოგების კონკურსი

22-03-2019

„ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას"

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

18-03-2019

ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა

18-03-2019

ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა

23-12-2022

სტუდენტური ბლოგების კონკურსი

22-03-2019

„ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას"

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ