კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი
ნავიგატორი
1811


კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელიც მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციამ 11 მარტს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Korea Chamber of Commerce and Industry (KCCI) წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მიხეილ ხიდურელმა კორეულ მხარეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

11-12 მარტს, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ქართული მხარის შეხვედრები ისეთ კორეულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Samsung Electronics, Hyundai Motor Group, K-water, Korea Hydro & Nuclear Power Corporation, Korea International Trade Association, Korea Overseas Infrastructure & Urban Development Corporation (KIND Korea), Korea Trade-Investment Promotion Agency, Korea Importers Association (KOIMA).

აღსანიშნავია, რომ 2007 – 2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ასევე, ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა.

11-03-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

03-04-2019

ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა

29-05-2019

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

01-05-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

26-02-2019

“აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის

26-02-2019

“აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის

03-04-2019

ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა

29-05-2019

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

01-05-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ