ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა
ნავიგატორი
2042


ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა

 ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1“, რომელიც რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე დაესწრნენ.

„ჯონოულიჰესი 1“ - ი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში მდინარე ჯონოულზე მდებარეობს, რომლის დადგმული სიმძლავრე 1,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 6 მლნ.კვტ/სთ - ია. ინვესტიციამ შეადგინა 4,2 მლნ აშშ დოლარი.

„მართალია, „ჯონოულიჰესი 1“ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, აღნიშნულმა სადგურმა, სიმცირის მიუხედავად, უკვე დიდი სიკეთე მოუტანა ადგილობრივ მცხოვრებლებს. „ინვესტორმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი ადგილობრივი თემისთვის. მათ შორის, 11 კმ გადამცემი ხაზი გაკეთდა, რომელმაც მიმდებარე სოფლების ელექტრომომარაგება გააუმჯობესა. ასევე მოწესრიგდა გზა და იგეგმება სხვა სოციალური პროექტების განხორციელება. უახლოეს მომავალში ჩვენ არაერთი მსგავსი პროექტის გახსნა გვაქვს დაგეგმილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

“საქართველოს ბაზარზე ინვესტირებa სამი წლის წინ გადავწყვიტეთ. ჩვენი ჯგუფი ჩართულია განახლებადი რესურსებით ელექტროენერგიის მიღებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან და ახლა საქართველოს ჯერიც დადგა. ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობაა,” - განაცხადა ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრიმ. „ჩვენ საქართველოს ღია ბაზარი ავირჩიეთ, ვინაიდან აქ უამრავი შესაძლებლობა დავინახეთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა-განვითარების მხრივ უდიდესი პოტენციალია. საქართველოში ინვესტირების მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების ცალსახა მხარდაჭერაა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ,“ - განაცხადა „ჯონოული 1“ ჰიდროელექტროსადგურის ჩეხმა ინვესტორმა.

აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, უშუალოდ სადგურზე კი 4 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უზრუნველყო ინვესტორმა კომპანიამ.

03-04-2019

წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

01-04-2019

გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...

29-03-2019

ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

25-10-2022

სტარტაპ აქსელერატორი Founder Institute უკვე საქართველოშია – რა უნდა ვიცოდეთ

27-05-2019

ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ქალთა გაძლიერებას ახალქალაქში

27-05-2019

ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ქალთა გაძლიერებას ახალქალაქში

01-04-2019

გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...

29-03-2019

ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

25-10-2022

სტარტაპ აქსელერატორი Founder Institute უკვე საქართველოშია – რა უნდა ვიცოდეთ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ