მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა
ნავიგატორი
1872


მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა, — აღნიშნა პრემიერ— მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული გლობალურ კონტექსტში, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი. ამ კუთხით ზრდის უდიდეს პოტენციალს ვხედავთ, კონკრეტულად კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ორი კვირის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაზარდა BB ნიშნულამდე და საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სარეიტინგო მაჩვენებელი გაეზარდა. ინფრასტრუქტურის როლი ამ გზაზე გადამწყვეტია და ამ მიზნით ვაპირებთ, 2023 წლისთვის დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საშუალებით წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზრებთან, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

15-03-2019

წყარო: commersant.ge

11-11-2019

EMC და მარნეულის სოფლების სათემო ცენტრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო წინადადებებით მიმართავს

10-05-2019

მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი

01-05-2019

მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა

30-05-2019

თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

30-05-2019

თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

11-11-2019

EMC და მარნეულის სოფლების სათემო ცენტრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო წინადადებებით მიმართავს

10-05-2019

მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი

01-05-2019

მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ