უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა
ნავიგატორი
1180


უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", პარტნიორ ორგანიზაციებთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)" და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC – Georgia)" ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ანგარიშვალდებული და  ადამიანის  უფლებებზე  ორიენტირებული  უსაფრთხოების  სექტორის მხარდაჭერა  კვლევების,  ადვოკატირებისა და  ინკლუზიური  დიალოგის გზით".

  • პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ამაღლებას - ანალიზის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ინტენსიური პროგრამების განხორციელების გზით.

პროექტის ფარგლებში, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ქმნის "უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლას", რომლის მიზანია აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს მონაწილეებს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, სექტორში გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ, გააცნოს მათ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფცია და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, რომლებიც განაპირობებს უწყებების ანგარიშვალდებულებას.

  • სავარაუდო პერიოდი: მაისი, 2023.
  • სავარაუდო ადგილმდებარეობა: კახეთი.
  • ხანგრძლივობა: 4 ღამე, 5 დღე.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო აქტივისტებს, რეგიონული და სათემო ორგანიზაციების წევრებს, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს, რეგიონული და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ბაკალავრის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

კონკურსის წესი: 2-ეტაპიანი, განაცხადების მიღება და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება.  

განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

 


 

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

18-04-2023

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

01-04-2019

ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას

24-11-2022

GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

30-04-2019

Future Agro Challenge Georgia

21-12-2022

Technovation Girls - საქართველო 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო

21-12-2022

Technovation Girls - საქართველო 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო

01-04-2019

ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას

24-11-2022

GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

30-04-2019

Future Agro Challenge Georgia


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ