ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
ნავიგატორი
2840


ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.” 

 

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო გადაცემაში Forbes-ის კვირა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ზარალზე და ბოლო წლების იმ მონაცემებზე საუბრობს, რომლებიც ამ საწარმოებმა აჩვენეს. საუბარია ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი მთავრობების წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, რომლებიც ფისკალური რისკების ანალიზისთვის მნიშვნელოვან საწარმოებად მიიჩნევა - ასეთი სულ 286 საწარმო არსებობს, მათგან 236 სახელმწიფო საწარმო ხოლო 50 შვილობილი კომპანიაა. 

 

“წელს სახელმწიფოს კუთვნილი 68 უმსხვილესი საწარმოს ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდი ლარი გახლდათ . 2012 წელს ამ კომპანიებმა ზარალის ნაცვლად 151 მილიონი ლარის წმინდა მოგება ნახეს. 2013 წლიდან მოგება ზარალმა შეცვალა. თავდაპირველად ჯამურმა ზარალმა 45 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს ეს რიცხვი 61 მილიონ ლარამდე იზრდება 2015 ში ზარალი გაათმაგდა და რეკორდული 757 მილიონი ლარი შეადგინა. ეს 2015 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ის ტოლფასი გახლდათ. 2016 წელს ზარალი 441 მლნ ლარამდე შემცირდა და 2017 წელს კი  - 562 მილიონი ლარის ზარალით დასრულდა. 

 

დიახ, სწორედ სახელმწიფო საწარმოების 2017 წელს დადასტურებული 562 მილიონიანი ზარალი გახდა  Forbes-ის კვირის რიცხვი - ეს ოფიციალური დოკუმენტებიდან. კომპანიების ზარალს, ანუ მათი არასწორი მართვის საფასურს პირველ რიგში ცენტრალური ბიუჯეტი, ანუ ჩვენ და თქვენ - გადასახადების გადამხდელები ჯანსაღი ბიზნესებით ფარავენ. არის თუ არა აქ საფრთხეები, რისკები და ეჭვები კორუფციაზე ? - დიახ, ცალსახად არის და საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ძირითადად დავალების შესრულებაზე არიან გადასულები, ყურადღებას სწორედ ასეთ თემებს უნდა აქცევდნენ. 2012 წელთან შედარებით ზარალის ზრდის პარალელურად არის გაზრდილი სახელმწიფო კომპანიების საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვალდებულებები. 2012  წელს უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების კრებითი ვალი 4 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2017 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 6 მილიარდ 900 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. ვალის ასეთი ზრდის გამო ასეთი საწარმოები დღეს ქვეყნის ფისკალური სექტორისთვის მნიშვნელოვანი რისკის წყაროს წარმოადგენენ. ეს კი ყველა და ნებისმიერი ფინანსური საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. ეს ამუხრუჭებს საქართველოს განვითარებას. ეს ქვეყანა ცალსახად დგას თქვენს ფულზე, თქვენს შრომაზე და თქვენს შემოსავლებზე, სახელმწიფო კი ხშირ შემთხვევებში სწორედ ასე უძღვება საქმეს და შემდეგ მედიდურად ზოგჯერ ყეყეჩობაშიც გადასდით და სრულიად უადგილო, მენტორული ტონით გვთხოვენ დავუჯეროთ, გავყვეთ და სიტყვაზეც ვენდოთ, რომ უკეთესი პირობებით გააკეთეს გაზპრომის ხელშეკრულება, რომელიც არ გვინახავს და არც ის ვიცით რასთან შედარებით არის უკეთესი, რომ შევადაროთ და თუნდაც შევაქოთ. 


ეკონომიკა და ბიზნესი ცალსახად წარმოუდგენელია განწყობების, მათი სწორად მართვის და ოპტიმიზმის გარეშე, რომელშიც განმსაზღვრელი სწორედ მთავრობის და რეგულატორის გადაწყვეტილებებია, გამოხატული პროგნოზირებად ბიზნესგარემოსი - ეს არ გვაქვს და ამიტომაც გვაქვს ზარალი“.

19-03-2019

წყარო: commersant.ge

21-03-2019

ცხადდება ერასმუს+ მობილობის კონკურსი

11-03-2019

„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

18-10-2019

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

18-10-2019

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

21-03-2019

ცხადდება ერასმუს+ მობილობის კონკურსი

11-03-2019

„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ