თებერვალში ბანკების მოგება წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა - მიზეზი საბანკო რეგულაციებია
ნავიგატორი
1995


თებერვალში ბანკების მოგება წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა - მიზეზი საბანკო რეგულაციებია

ბანკებს მოგება შეუმცირდათ.  მიმდინარე წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ დაახლოებით 20%-ით იკლო. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მლნ ლარი შეადგინა, რაც 34,272 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია ბანკების მოგების შემცირება და მიმდინარე მოვლენები რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე რამდენად უარყოფითად აისახება. სპეციალისტები რამდენიმე ასპექტს გამოყოფენ, თუმცა მთავარი ახალი საბანკო რეგულაციებია.

 

ასე ფიქრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე, რომლის შეფასებითაც, ბანკების მოგების შემცირება დააზარალებს არა მარტო საბანკო სექტორს, არამედ ბიზნესსაც სერიოზული პრობლემა შეექმნება

 

,,როგორც წესი, ახალი რეგულაცია კრედიტის ამღებსა და გამცემს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს. საბანკო სისტემის გარეშე ეკონომიკის ფუნქციონირება შეუძლებელია, მაგრამ ზემოგებაზე გადასვლაც არ არის გამართლებული. მაგალითისვის, 10- ლარიანი ქვითარი რომ გადაიხადო ხაზინაში, ბანკი მომსახურეობაში 1 ლარს იღებს. ასეთი მაგალითებისა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის გამო, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შემოღება გადაწყვიტა, რაც პირადად მე დაგვიანებულ ქმედებად მიმაჩნია. სებ-ი უნდა გრძნოდეს ბაზარზე ჩარევის აუცილებლობას და მანამ, სანამ ორივე მხარე (იქნება ეს მსესხებელი თუ გამსესხებელი) ჩიხში არ აღმოჩნდება, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მემარჯვენე პოზიცია არ გამოამჟღავნოს. ცხადია, ჭარვალიანობასაც მხოლოდ კომერციულ ბანკებს ვერ დავაბრალებთ, ამ მხრივ მსესხებლებიც უტოპიაში არიან, სწორედ ეს უნდა ეგრძნო სებ-ს და ქაოსის დაწყებამდე მოეხდინა რეაგირება. თუმცა საბანკო ბაზარია ერთპიროვნულად პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები არ ხდება. შესაძლოა დღეს არსებული უარყოფითი პროცესი მომავალში პოზიტიურად მოგვევლინოს. ჩემი აზრით, შემცირდება ჭარბვალიანი მოსახლეობის რაოდენობა, თუმცა  რეალური სესხების მოცულობა გაიზრდება. საბანკო სფეროში რეგულაციების შედეგი სახეზეა, შემცირებულია ბანკების წმინდა მოგება, რაც არამარტო საბანკო სფეროს აზარალებს, არამედ ბიზნესს, მოქალაქეებს და ეს შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, - აცხადებს კაპანაძე.

 

ეროვნული ბანკის მონაცემით, ბანკების წმინდა მოგება 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 17.7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 38.1%-ით. საპირისპიროთ თუ ავიღებთ 2018 წლის თებერვალს, მაშინ წინა თვესთან შედარებით წმინდა მოგება გაიზარდა 31,3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.4%-ით. 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით შემცირებულია როგორც ფიზიკური პირების სესხებიდან, ისე იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული შემოსავლები. რაც შეეხება 2019 წლის თებერვალს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფიზიკური პირებზე გაცემული სესხებიდან 4.3 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს, მიუხედავად მატებისა ეს დადებითი ტენდენცია სულაც არ არის რადგან, 2018 წლის თებერვალში 2017 წლის თებერვალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 34.2 მილიონი ლარი იყო.

 

ფინანსისტ ირაკლი მაკალათიას ინფორმაციით, მკვეთრად არის შემცირებული ბანკთაშორისი სესხები (102 ათასიდან 11 ათასამდე), ასევე შემცირებულია საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან (4.7ათასით), შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან (967 ათასით), რის მიზეზადაც მაკალათია ფასიანი ქაღალდების დილინგიდან მიღებული შემოსავლების კლებას (3.9 მლნ ლარი) მიიჩნევს.

 

,,ფაქტი, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები იკლებს, აზარალებს მომხმარებლებს, რომელთათვისაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მთავარი საშუალება ბანკებია. როცა მომხმარებელი ვერ იღებს სესხს, ცდილობს სხვა გზებით მოიძიოს ფული, რასაც მივყავართ კერძო მევახშეებთან, რომელსაც ბანკებზე გაცილებით მძიმე პირობები აქვს. საბოლოო ჯამში, უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობა უკვე პრობლემაა ბიზნესისთვის, რადგან მცირდება გაყიდვების მოცულობა, იქნება ეს ტექნიკის მაღაზიები თუ სამშენებლო კომპანიები. ბიზნესის შემცირება, რაც თავისთავად უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს. ეს პროცესი თავად საბანკო სფეროსაც შეეხო, როცა საბანკო სერვისის შემცირებამ რიგი საფინანსო სამსახურები გაუქმება და იქ დასაქმებული ადამიანების განთავისუფლება გამოიწვია, - აცახდებს მაკალათია და დასძენს, რომ სამომავლოდ ვერც ჭარბვალიანობის პრობლემა დაიძლევა და ფინანსური სექტორი შეიძლება უფრო მეტადაც დაზარალდეს.

 

,,მომავალში უფრო მძიმე მდგომარეობას უნდა ველოდოთ, რაც გამოიხატება მოსახლეობის ფინანსების ხელმისაწვდომობის კლებასთან, ბიზნესის დასუსტებასა და საფინანსო აქტივობების შენელებასთან, რაც თავისთავად ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. ერთადერთი, რითაც შეიძლება მთავრობამ თავი ინუგეშოს ეს იქნება დადებითი სტატისტიკა, რითაც თავს მოაწონებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ანუ სამომავლოდ მხოლოდ გადახდის უნარიან პირებზე გაიცემა სესხი, რაც ნიშნავს, რომ სესხების დაბრუნება თითქმის 100% მდე გაიზრდება. მაგრამ რეალურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭარბვალიანობა ქვეყანაში დაიძლია, პირიქით ის ადამიანები რომლებმაც ბანკიდან სესხი ვერ მიიღეს, ამ ფინანსების მოზიდვას კერძო მევახშეებიდან შეეცდებიან, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკია მიმართული უნდა იყოს არა რეგულაციებისა და მოსახლეობისათვის ფინანსების შეზღუდვისკენ, არამედ სწრაფი ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის გამდიდრებისა და საბანკო სფეროში კონკურენტული გარემოს გაჩენისკენ, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

25-03-2019

წყარო: commersant.ge

29-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის

01-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

11-10-2019

NASA Space Apps Challenge

11-10-2019

NASA Space Apps Challenge

29-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის

01-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ