ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი
ნავიგატორი
1949


ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 


„Salon Bacchus"-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის "LE PONT CAUCASIEN"-ის მიერ იყო წარმოდგენილი.


„როგორც ყოველთვის, ქართული ღვინის სტენდთან 3 დღის მანძილზე ხალხმრავლობა იყო. საერთო ვიზიტორთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა. ამ გზით ქართულ ღვინოს ჩვენ მივიტანთ უშუალოდ მომხმარებლამდე და ცნობადს გავხდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად ღვინის პროფესიონალები, რესტორნები, ღვინის მაღაზიები და ღვინის ბარები უფრო დაინტერესდებიან ჩვენი ღვინით" - აღნიშნა "LE PONT CAUCASIEN"-ის დირექტორმა ილია კახოიძემ.


საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება მზარდია. 2018 წელს საქართველოდან საფრანგეთში 113 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 7%-ით აღემატებოდა 2017 წლის მონაცემებს. მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით ექსპორტირებული 17 ათას ბოთლზე მეტი, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

25-03-2019

წყარო: commersant.ge

03-06-2019

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

17-02-2019

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

27-04-2022

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

29-05-2019

შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

29-05-2019

შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

03-06-2019

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

17-02-2019

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

27-04-2022

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ