|
1455 |
---|
ლირის კრიზისი გრძელდება - რა ელოდება თურქეთის ეკონომიკას
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტიამერიკულმა განცხადებებმა 2018 წელს სავალუტო კრახი გამოიწვია, რაც ქვეყნის უკან დახევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ, - წერს „ევრონიუსი“. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთმა 2018 წელს დაშვებული შეცდომები 2019 წლის დასაწყისში აღარ გაიმეორა, თუმცა გასულ პარასკევს, წინასაარჩევნო მიტინგების ფონზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერა, გოლანის მაღლობების ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ მოქცევასთან დაკავშირებით, შეიძლება რეგიონში ახალი კრიზისის მიზეზი გახდეს. ამ განცხადების შემდეგ, თურქულმა ლირამ ერთი დღის განმავლობაში დიდი და ამავე დროს მკვეთრი ვარდნა განიცადა. დოლარის მიმართ ლირის ვარდნამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაფიქსირდა. ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, კომპანიებმა მათი საბაზრო ღირებულების 11 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ინვესტორები შიშობენ, რომ მორიგმა დამსჯელმა დიპლომატიურმა დაპირისპირებამ შტატებსა და თურქეთს შორის შესაძლოა, თურქეთის რეცესია უფრო გაამწვავოს. „ერდოღანი დღითიდღე სხვადასხვა იმპროვიზაციას მიმართავს და სტრატეგიული ქმედებების ნაკლებობას განიცდის. ამან შეიძლება თურქეთში პრობლემების მთელი კასკადი გამოიწვიოს.“ - განაცხადა თურქეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მაშინ, როცა ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა, შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ახალ ხელისუფალს იმ იდეაში, რომ ისლამური რელიგია და დემოკრატია ერთად იარსებებდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ერდორანს ავტოკრატიული კურსი ჰქონდა აღებული. როგორც ცნობილია, უცხოელი ინვესტორებისთვის თურქული კომპანიები მოწყვლადი ნდობით გამოირჩევიან. 2018 წლის ბოლოსთვის, უცხოური ინვესტიციების დეფიციტმა 200 მილიარდ დოლარს მიაღწია. ლირის გაუფასურებამ ბანკებში გადაუხდელი კრედიტებიც გაზარდა, რომელთა რაოდენობა 2018 წელს გაორმაგდა. თავის მხრივ, სავარაუდოა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობას 13%-მდე გაზრდის. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე, თურქეთის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, რომ ბანკებმა უარი თქვან ლონდონის ბაზარზე თურქული ლირის ლიკვიდურობაზე. ექსპერტთა აზრით, ქვეყანაში სიტუაცია მაშინ შეიძლება შეიცვალოს, თუ ქვეყანაში ისევ შემოვა უცხოელი ინვესტორები და ისინი ისევ დააბანდებენ ფულს სხვადასხვა საქმეში. „ეს უფრო მძიმე ესკალაციაა, ვიდრე ის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ გასულ წელს გამოიარა და რომელმაც მკვეთრად იმოქმედა თურქეთის ეკონომიკაზე, რადგან გასულ წელს, თურქებს ჰყავდათ დაკავებული ამერიკელი სასულიერო პირი და მისი გათავისუფლებით, შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციები. ამასთანავე, თუ სიმართლე აღმოჩნდება ისიც, რომ სარაკეტო სისტემა S-400 ნამდვილად თურქეთის ტერიტორიაზე მოიმარაგეს, დეესკალაციის გზები უფრო ბუნდოვანი ხდება“, - წერს „ევრონიუსი“. |
31-03-2019
წყარო: bpn.ge
21-03-2019 გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით |
---|
18-10-2019 კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი“ |
01-03-2023 სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის! |
26-02-2019 ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან |