შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა
ნავიგატორი
1793


შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა

დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი სს "გრინვეი საქართველოს" სერვის ცენტრს ეწვია, რომელიც სოფელ რუისში მდებარეობს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გრინვეის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერა, გაეცნო სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასა.

სს "გრინვეი საქართველო" ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, მაღალთიანი მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

სს "გრინვეი საქართველოს" პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი "Applus", რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და "გრინვეი" მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 52 მილიონის ინვესტიცია და შექმნა 330 სამუშაო ადგილი.

უშუალოდ რუისში მდებარე სერვის ცენტრში დასაქმებულია 9 პირი. აღნიშნულმა ცენტრმა ტექნიკური ინსპექტირება უკვე ჩაუტარა 2000-მდე ავტომობილს. გრინვეის ქსელში კი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება თითქმის 50 ათასმა ავტომობილმა გაიარა.

03-04-2019

წყარო: on.ge

15-03-2019

გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს

31-03-2019

პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო

27-10-2022

აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

03-04-2019

საპოსტერო კონფერენცია

03-04-2019

საპოსტერო კონფერენცია

15-03-2019

გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს

31-03-2019

პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო

27-10-2022

აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ