|
| 2283 |
|---|
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის“ (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.
|

08-04-2019
წყარო: pia.ge
|
11-04-2019 საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია |
|---|
|
03-04-2019 საერთაშორისო გამოფენა - IFFA 2019 |
|
08-11-2022 ევრონიუს ჯორჯიას კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად |
|
24-04-2019 მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა |