|
| 1678 |
|---|
აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა
| ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ოფიციალური განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პენსის თქმით, შავ სიაში ორი კომპანია და სახელმწიფო ნავთობკონცერნის 35 ტანკერი მოხვდა. მათ ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადაჰქონდათ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები ნიკოლას მადუროს „სამაშველო ჯგუფს“ შეეხო, შავ სიაში შესული კომპანიები მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან. ვაშინგტონის შეფასებით, კარაკასსა და ჰავანას შორის ბარტერული სისტემა ჩამოყალიბდა. ნავთობის სანაცვლოდ, კუბა ვენესუელაში პოლიტიკურ ექსპერტებს, მედიკოსებს, სამხედრო მოსამსახურეებს და დაზვერვის წარმომადგენლებს აგზავნის. ისინი კი, ნიკოლას მადუროს ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის წინააღმდეგ გაფართოებული შეზღუდვები მანამდე ვენესუელის ოქროსმომპოვებელ სექტორს შეეხო. ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-04-2019 2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა |
|---|
|
15-04-2019 ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა |
|
13-06-2019 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს |
|
22-02-2019 „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის პროექტზე მუშაობა 18 თვეში დასრულდება, 2020 წლის ბოლოს ფოთში ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება |