საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება
ნავიგატორი
3114

საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება

წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა იქნება შესაძლებელი.

მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა აუქციონის წესით ხდება.თუმცა არის გამონაკლისი, რომელიც ტურისტულ და რეკრეაციულ ზონებზე ვრცელდება.

მთავრობა პარლამენტს “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც ინიცირებისათვის პარლამენტის ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ პირდაპირი წესით გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისთვის.

ამავე პროექტით, ლიცენზია შესაძლოა პირდაპირი წესით გაიცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებისათვის, წელიწადში არაუმეტეს 5 000 კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადეს. კანონპროექტის ინიციატორია - მთავრობა.

08-04-2019

წყარო: imedinews.ge

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

07-05-2019

მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო

15-02-2019

საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ორი პოზიციით დაწინაურდა

25-10-2022

საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ