|
| 1749 |
|---|
აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა
| ახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2016-2018 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული საფრთხეები. ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის განცხადებით, აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ცნობილი არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა. თორნიკე შერმადინის თქმით, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის. "დროული რეაგირების შემთხვევაში კი სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება", - აცხადებს თორნიკე შერმადინი. 2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
03-07-2019 ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით |
|---|
|
03-05-2019 ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე – „ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“ |
|
06-02-2024 Call for application to join the Women’s Entrepreneurship EXPO mentorship programme 2024 |
|
12-09-2019 საერთაშორისო გამოფენაზე APIMONDIA 2019 ქართული თაფლი პირველად იყო წარმოდგენილი |