მუსიკოსობიდან ღვინის მწერლობამდე. შეხვედრა საიმონ ვულფთან
ნავიგატორი
1379


მუსიკოსობიდან ღვინის მწერლობამდე. შეხვედრა საიმონ ვულფთან

მუსიკოსობიდან ღვინის მწერლობამდე. შეხვედრა საიმონ ვულფთან:

♦ ჯილდოს მფლობელი მწერალი, რომელიც ღვინოსა და სასმელზე წერს
♦ პირველი ადამიანი, ვინც ქარვისფერი ღვინის შესახებ წიგნი დაწერა.
♦ ადამიანი, რომელმაც მრავალფეროვან ცხოვრებასა და ღვინის სიყვარულს ერთ წიგნში მოუყარა თავი.

წიგნში, საიმონი ქარვისფერი ღვინის ისტორიის, მისი კერძებთან შეხამებისა და რეკომენდირებული მწარმოებლების შესახებ მოგვითხრობს.

→ საიმონის წერის კარიერა 2011 წლიდან, ღვინის ონლაინ ჟურნალი - The Morning Claret-ის დაფუძნებით იწყება, დღესდღეობით კი ჟურნალი ყველასთვის საყვარელი ონლაინ სივრცეა ნატურალური, არტიზანული, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

g.Vino city wine hotel & restaurant მოხარულია გიმასპინძლოთ ქარვისფერი ღვინისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება:
→ წიგნის - “Amber Revolution” პრეზენტაცია
→ ვახშამი ქარვისფერი ღვინის თანხლებით

პრეზენტაცია გაიმართება g.Vino city wine hotel&restaurant-ის ტერასაზე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ქარვისფერი ღვინის თანხლებით ავტორისგან გაეცნონ საინტერესო ინფორმაციას წიგნის შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ვახშამს - Amber Revolution Dinner, რომელიც ჯი.ვინოს რესტორანში გაიმართება. სტუმრები ჩვენი ახალგაზრდა შეფ-მზარეული თამთა კიკალეიშვილის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 5 კერძისგან შემდგარ მენიუსა და თითოეულ კერძთან შეხამებულ ღვინოს დააგემოვნებენ.

ვახშამზე გელით:

ფენელის ფხალის ლუკმა
→ არჩილ გუნიავა ციცქა 2017
კურდღლის ტერინი სეზონური მწვანილით და თხილით
→ ზურა თოფურიძე, ჩხავერი ჭაჭაზე 2018
სატაცური რაჭული ლორით
→ გოცას ღვინო, ჩინური 2016
ღორის კონფი
→  დორემი, ქისი 2018
ჩიზქეიქი
→  ალექსი ციხელიშვილი, რქაწითელი 2013, მუხის კასრში დაძველებული

→  შეგიძლიათ მოითხოვოთ ვეგეტარიანული მენიუ

წიგნის პრეზენტაცია და ვახშამი გაიმართება ჯი.ვინოს რესტორანში
⇒ მის: ჯი.ვინო ღვინის ქალაქური სასტუმრო | უზნაძის ქუჩა 82
⇒ პრეზენტაციის დაწყების დრო 19:00 საათი
⇒  ვახშმის დაწყების დრო: 19:40 საათი
⇒  ვახშმის ღირებულება ერთ პერსონაზე - 90 ლარი +დღგ



დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
⇒  +995 577 22 29 09
⇒  gvinohotel@gmail.com

02-05-2019

წყარო: g.Vino • ჯი.ვინო

17-06-2019

საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო

22-05-2023

ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა

03-05-2019

„თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“

12-03-2019

მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ

12-03-2019

მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ

17-06-2019

საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო

22-05-2023

ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა

03-05-2019

„თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ