კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ნავიგატორი
1892


კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს, FMO-ს შორის, 26 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სესხის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.

ტრანზაქციის განსახორციელებლად, FMO-მ ლარში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ადგილობრივად, კერძო განთავსებით. ეს FMO-სთვის უკვე მესამე განთავსებაა, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესებში.

“FMO-ს და კრედო ბანკს დიდი ხნის სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. 2016 წლიდან, ორგანიზაციამ, 100 მილიონამდე ლარი გამოყო ბანკის განვითარებისთვის და ასევე, ტექნიკური დახმარების პროგრამით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კრედოს საბანკო ტრანსფორმაციის წარმატებით განხორცელებაში. ლარში დენომინირებული ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მომხმარებლების ხელშესაწყობად, რომლებსაც, ძირითადად, რეგიონებში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები წარმოადგენენ”, - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორმა ჰუიბ-იან დე რუიტერმა განაცხადა: “კრედო ბანკი FMO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ პარტიონორობის საშუალებით, ხელს ვუწყობთ ქვეყნის დე-დოლარიზაციას და ეკონომიკურ ზრდას. გრძელვადიანი თანამშრომლობითა და ახალი ტრანზაქციით, ჩვენი მიზანია, ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გავაუმჯობესოთ ფინანსური ხელმისაწვდომობა და შევქმნათ სამუშაო ადგილები”.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჯოს დუმა მიესალმება ამ ახალ წამოწყებას, რომელიც “FMO-ს წარმატებულ ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკაში. კიდევ ერთი ლარში დენომინირებული ობლიგაცია და აქცენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე ახალგაზრდებზე, ადასტურებს ნიდერლანდების მტკიცე ნებას, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დე-დოლარიზაციის პოლიტიკას. ეს ტრანზაქცია წარმოაჩენს ნდობას მთლიანად საქართველოს ეკონომიკისა და კერძოდ, კრედო ბანკის მიმართ”. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კრედო ბანკის ტრანსფორმაციაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა ორი წლის წინ, ნიდერლანდული ბანკის, ტრიოდოსის ხელშეწყობით, რომელიც 19,8% წილის მფლობელია კრედო ბანკში.

FMO-ს შესახებ

FMO, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია ქვეყანაში და მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას. ბანკი მიიჩნევს, რომ ძლიერი კერძო სექტორი არის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარი. 45 წლიანი გამოცდილებით, FMO ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი.

FMO, ძირითადად, აქცენტს აკეთებს სამ სექტორზე და მუშაობს ფინანსური ინსტიტუტების, ენერგეტიკისა და აგრო სექტორის განვითარებაზე. 85 ქვეყნის მასშტაბით, ფლობს 9,6 მილიარდი ევროს პორტფელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ განვითარების ბანკს მსოფლიო მასშტაბით.  

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით, 68 სერვის ცენტრის საშუალებით, კრედო 291 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება. ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით, ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას რეგიონების მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც  Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

15-04-2019

წყარო: forbes.ge

25-05-2023

საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება

01-11-2022

გაცვლითი პროგრამა ბაკალავრებისთვის ამერიკაში

27-02-2019

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

19-02-2019

„არეა ექსპო 2019“ - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში!

19-02-2019

„არეა ექსპო 2019“ - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში!

25-05-2023

საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება

01-11-2022

გაცვლითი პროგრამა ბაკალავრებისთვის ამერიკაში

27-02-2019

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ