ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ
ნავიგატორი
1672

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ.  ანა გოდაბრელიძემ სტუმრებს 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო წარუდგინა, ესაუბრა ქართული ღვინის კულტურასა და ქართული ღვინის სახეობების მრავალფეროვნებაზე.

ღვინის იაპონელი პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფონზე, რომელიც ტოკიოში 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ზემოაღნიშნულ გამოფენაში 2015 წლიდან მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.

19-04-2019

წყარო: 1tv.ge

04-04-2019

საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

07-05-2019

'2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...'

27-10-2022

აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

12-07-2019

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ