კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა
ნავიგატორი
1390


კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა

დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისონ, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, ე.წ .რეიდების ჩატარება მთელი ქალაქის მასშტაბით მეტი სიხშირით განახორციელონ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

"სამშენებლო ობიექტების შემოწმება არის ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალური ინსპექციის, რაც შეეხება რეიდებს, რეიდები არის უფრო ინტენსიური, გეგმარებული შემოწმება სამშენებლო ობიექტების, რომელშიც შემოწმებას დაექვემდებარება როგორც უსაფრთხოება, ასევე სანებართვო პირობებთან მშენებარე ობიექტების შესაბამისობა. პრაქტიკულად ყველა იმ კომპონენტის შემოწმება, რომელიც შედის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციაში. მე ვეთანხმები მერის ამ გადაწყვეტილებას და მგონია, რომ საკმაოდ დროული არის ასეთი დავალება, რომ მოხდეს უფრო ინტენსიური კონტროლი სამშენებლო ობიექტებზე. ჩვენ საკმაოდ რთულად გვქონდა ამ სფეროში ვითარება, უსაფრთხოების ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ არც დღეს ვართ იდეალურ მდგომარეობაში და ამის განმაპირობებელი მიზეზები არის ძალიან ბევრი რამ. საჭიროა არა მხოლოდ კონტროლი, არამედ ცნობიერების ამაღლება თვითონ სამშენებლო ობიექტებზე, როგორც დეველოპერების, ასევე სამშენებლო კომპანიების და მუშა პერსონალის, რომლებიც ობიექტებზე სამშენებლო საქმიანობას აწარმოებენ. შესაბამისად, ჩვენი კონტროლის და მონიტორინგის მიზანი არ არის მხოლოდ ჯარიმების გამოწერა, ჩვენი მიზანი არის, რომ მივაღწიოთ უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს და გავზარდოთ ცნობიერება ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია სამშენებლო პროცესში, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში მივაღწიოთ იდეალურ უსაფრთხოების სტანდარტს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

01-05-2019

წყარო: imedinews.ge

07-04-2023

ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

11-09-2019

კონტრაქტორი ორგანიზაციების ღია კარის დღე

16-05-2023

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga

16-05-2023

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga

07-04-2023

ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

11-09-2019

კონტრაქტორი ორგანიზაციების ღია კარის დღე


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ