ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა
ნავიგატორი
1839


ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ საინფორმაციო/ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის კომპანიებს პროექტში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 1 მაისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე გამოცხადდა პროექტის GEclose2EU ფარგლებში დაგეგმილი კონკურსი ბიზნესისთვის. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს ექნებათ.

„ღონისძიებაზე მოეწყო ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაციაც. ვებ-გვერდის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელია ონლაინ-რეგისტრაციის გავლა, დაინტერესებულ პირებს აქვე შეუძლიათ გაეცნონ პროექტის სიახლეებს.

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა ან ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს“, - აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გამარჯვებულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ტექნიკური დახმარება, ჩაერთონ სხვადასხვა სასწავლო ტურში და აიმაღლონ კვალიფიკაცია. სწორედ ასეთი სერვისების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და წინსვლისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალ პროექტში, რომელიც შვედეთის მთავრობასთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ხორციელდება, გამოკვეთილია ინტელექტუალური სერვისები, რომელთა წახალისებაც იგეგმება.

„კომპანიები, რომლებიც გახდებიან პროექტის ბენეფიციარები, შეძლებენ, გააძლიერონ საკუთარი რესურსები. ეს კი დაეხმარება ქართულ ორგანიზაციებს, თავი დაიმკვიდრონ ევროპულ ბაზარზე“, - აღნიშნა ხიდურელმა.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას და ევროპულ ბაზარზე გასვლას, რაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები.

„ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებგვერდზე: www.geclose2eu.info. განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

► აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: http://geclose2eu.info/index.php?m=125

03-05-2019

წყარო: GEclose2EU

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

31-03-2019

დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს

19-02-2019

Equipping Azerbaijani business for international e-commerce

22-03-2019

2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

22-03-2019

2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

31-03-2019

დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს

19-02-2019

Equipping Azerbaijani business for international e-commerce


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ