|
1476 |
---|
“თი-ბი-სი” უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას – Payme-ს ყიდულობს
“თი-ბი-სი” უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის – Payme-ის შეძენით შევიდა. ამ ტრანზაქციით, “თი-ბი-სი” მომხმარებელთა რაოდენობას 50%-ით ზრდის და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ამის თაობაზე დღეს “თი-ბი-სის” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და Payme-ის დამფუძნებელი, სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ. განხორციელებული ტრანზაქცია „თი-ბი-სი“ ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად, დაახლოებით, 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა. ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო- და ბიზნესმომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. „თი-ბი-სი“, ამჟამად, უზბეკეთში ავითარებს ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე, Space-ზე დაყრდნობით. „Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ამ ტრანსაქციის პროცესში, „თი-ბი-სი“ ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი. |
03-05-2019
წყარო: kvira.ge
11-04-2019 შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება |
---|
03-05-2019 “თი-ბი-სი” უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას – Payme-ს ყიდულობს |
29-05-2019 მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული |
16-03-2023 საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024 |