|
| 1744 |
|---|
ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა
| აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები წელს დაიწყება, – ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის (Shixin Chen) შეხვედრაზე აღნიშნა. უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის აქცენტი გაკეთდა რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მნიშვნელობაზე. „აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს საქართველოს პარტნიორი განათლების სფეროს რეფორმის პროცესში, დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი ახალი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. აღინიშნა, რომ ქვეყანას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი 2021 ან 2022 წელს უმასპინძლოს მსგავს მასშტაბურ ღონისძიებას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს აღნიშნული პერსპექტივა და აღნიშნეს, რომ საქართველოს, რომლის ეკონომიკაც ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, აქვს ყველა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრ ბევრ აზიურ ქვეყანას. |

07-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
03-04-2019 მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს |
|---|
|
02-04-2019 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა |
|
26-01-2023 მოკლე ფილმების კონკურსი შშმ პირთა თემატიკაზე |
|
28-04-2023 ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად |