„საპარტნიორო ფონდს“ მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდენტი ეწვია
ნავიგატორი
2895

„საპარტნიორო ფონდს“ მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდენტი ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ ფონდში მსოფლიოში სიდიდით მესამე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდენტი ჯონსონ ლინი და ბანკის გენერალური მენეჯერი ადამ ლიუ მიიღო.

ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ ჯანჯალია და ფონდის ფინანსური დეპარტამენის დირექტორის მოადგილე სოსო მამუკელაშვილი ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე „ჩინეთის ბანკის“ პრეზიდეტს ფონდის აღმასრულებელი დირექტირის მოადგილემ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, გააცნო სტრატეგიული მიმართულებები და ის სფეროები, რომლებშიც „საპარტნიორო ფონდი“ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საკითხში „საპარტნიორო ფონდი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც უწყობს ხელს. ის სექტორები, რომლებშიც ფონდი კაპიტალდაბანდებას ახორციელებს „ჩინეთის ბანკისთვისაც“ პრიორიტეტულია. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ჯონსონ ლინმა.

„ჩინეთის ბანკის“ დელეგაციამ ინტერესი საქართველოს ინფრასტრუქტურის, საავიაციო, ენერგეტიკისა და მაღალტექნოლოგიური წარმოების სექტორების მიმართ გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის წახალისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.

21-02-2019

წყარო: bpn

31-03-2019

„უახლოესი 6 წლისთვის ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდება"

19-04-2019

ქართული ღვინო ტოკიოში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

15-04-2019

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა

04-04-2019

ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ