|
| 1798 |
|---|
თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
| თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანი საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირება, მათ შორის თანამშრომლობის დამყარება და სამომავლო პარტნიორობების გეგმების განხილვაა. ფორუმს ლიეტუვის პარლამენტის წევრები, მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი ლაურა კოვალიოვაიტე, ასევე, ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, იურიდიული მომსახურების, სარეკლამო და სხვა სფეროების წარმომადგენელი მეწარმე ქალები ესწრებიან. |

16-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
15-04-2019 2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს |
|---|
|
24-05-2019 მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს |
|
03-06-2019 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა |
|
22-03-2019 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია |