|
| 1669 |
|---|
2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია
| 2010-2019 წლებში შემოსავლების სამსახურმა კომერციულ ბანკებში 40 საგადასახადო შემოწმება განახორციელა.აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ „ევროპული საქართველოს“ წევრ, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილისგან მიიღო. საქმე იმაშია, რომ დეპუტატმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს 2010-1019 წლებში კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიწოდების თხოვნით მიმართა. როგორც შემოსავლების სამსახურის საპასუხო წერილიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 15 ბანკი შემოსავლების სამსახურმა 2018 წელს შეამოწმა. წინა წლების სტატისტიკა ასეთია: 2010 – 2, 2011 – 1, 2012 – 3, 2013 – 3, 2014 – 2, 2015 -5, 2016 – 4, 2017 – 5, 2018 -15, 2019 – 0. რაც შეეხება იმას, რომელი ბანკების შემოწმება განახორციელა შემოსავლების სამსახურმა საანგარიშო პერიოდში, საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ „ცალკეული კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ მონაცემები წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39- ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება“. Bm.ge დაინტერესდა, რამ განაპირობა შემოსავლების სამსახურის მიერ ბანკების საგადასახდო შემოწმებების ზრდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. |

22-03-2019
წყარო: commersant.ge
|
10-05-2019 ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებით ამოქმედდეს - საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება |
|---|
|
15-05-2019 26 მაისის ღონისძიება გორში |
|
14-03-2019 კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბერლინში კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება |
|
18-03-2019 ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასები 77.2 ლარით გაიზარდა |