ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება
ნავიგატორი
1712


ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება

თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გახრიშებულ ონლაინთაღლითობაზე კომენტირებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კითხვაზე, არიან თუ არა ვალდებულები და პასუხისმგებლები ბანკები მომხმარებლის დაკარგულ თანხებზე და უნდა აუნაზღაურონ, თუ არა მომხმარებელს დაკარგული ფული, გვენტაძემ განაცხადა, რომ ამის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება.

„არსებობს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონი, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს. პირობითად, თუ 500 ლარის ტრანზაქციაა 100 ლარზე პასუხისმგებელი მომხმარებელია და 400 ლარზე ბანკი", - აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან ერთად მუდმივ რეჟიმში მუშაობს.

„კიბერდანაშაული - ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც მხოლოდ რაღაც გარკვეულ პერიოდშია მნივნელოვანი ამაზე მუშაობა. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ამ მიმართებით არსებობს. თუმცა მომხმარებლებმაც უნდა იზრუნონ, რომ შეამცირონ ასეთი მოვლენების რისკები.

განცხადებაში, რომელიც მე გამოვაქვეყნე, რამდენიმე ფაქტორი იყო დასახელებული, რომელიც მომხმარებლებმაც უნდა მიიღონ მხედველობაში აუცილებლად. ეს არის - არ უნდა გადავცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, ამავე დროს ვებ მისამართის გადამოწმებაც არის აუცილებელი. ამავე დროს, უნდა იყოს შემოწმებული ვებგვერდის შიგთავსი. ამის პროფესიონალური გამოცდილება არ გვექნება, მაგრამ მაინც უნდა შევაფასოთ, როგორი შივთავსია. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ სოციალურ ქსელში არსებულ შემოთავაზებებზეც და ვებგვერდის მფლობელის გადამოწმებაც უმრავლეს შემთხვევაში არის შესაძლებელი სხვადასხვა ხერხებით. უნდა გადავამოწმოთ იმ წყაროს სანდოობა, რომელიც მითითებულია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოებაზე ფინანსურმა ორგანიზაციებმაც უნდა იზრუნონ.

29-05-2019

წყარო: bpn.ge

25-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება

10-04-2019

ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს

16-06-2023

ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში

26-03-2019

„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“

26-03-2019

„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“

25-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება

10-04-2019

ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს

16-06-2023

ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ