Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა
ნავიგატორი
1978

Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.

25-02-2019

წყარო: newposts

10-04-2019

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

25-02-2019

მოამზადე მასალა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასაჩუქრდი სასაწავლო ვიზიტით ბერლინში

17-10-2019

მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ