საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ
ნავიგატორი
1778

საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ

საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან.

„მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით საერთაშორისო მასშტაბით, რადგან ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები უკვე მეოთხედ ეწვივნენ საქართველოს.

საერთაშორისო ორგანიზაციამ სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ სავიზიტო ქვეყნად საქართველო 2016 წლიდან ჩართო. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა გააცნო და უპასუხა მათ შეკითხვებს.

31-05-2019

წყარო: 1tv.ge

06-09-2019

ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებას მიესალმება

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

02-04-2019

ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით

18-10-2022

თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ