|
1444 |
---|
ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით
ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებისთან დაკავშირებულ საკითხებში. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ინსპექტირების პროცესში ხელის შეშლის გამო დღეს 7 000 ლარით დაჯარიმდა. კიდევ ერთი კომპანია „ხიმიჯ სერვისი“ კი 1000 ლარით დაჯარიმდა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი რეგისტრაცია მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოების წარმოებისთვის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ დეტალებზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა. „გუშინ დავიწყეთ უბედური შემთხვევის მოკვლევის მიმართულებით გარკვეული პროცედურები, ინსპექტირება გარძელდა დღესაც. ჩვენი სტრუქტურები იკვლევენ ტერიტორიას. უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, რამდენიმე კომპანია ერთობლივად ახორციელებს სამუშაოებს. არის - კომპანია, შემსრულებელი და ასევე, რამდენიმე ქვეკონტარაქტორი. იმის გამო, რომ ოთხიდან სამ კომპანიას რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამივე დაჯარიმდა, ხოლო კომპანია „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, რადგან ჩვენი თანამშრომლების შესვლასთან დაკავშირებით არსებობდა ხარვეზები, ობიექტზე დაშვებას ხელს უშლიდნენ “, - აღნიშნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ფერაძემ ინსპექტირების პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინსპექტირების დასრულების შემდგომ უბედური შემთხვევასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი მეტად შეიძლება, თუმცა ობიექტზე ჩანს, რომ გარკვეული ხარვეზები და კუსტარული დანადგარები იყო. „მიმდინარეობს მოკვლევა, როცა დასრულებული იქნება პროცესი, გვექნება შესაძლებლობა, რომ მეტი ვთქვათ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. ახლაც ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გუშინ უშუალოდ მე ვიყავი პროცესში ჩართული და ერთი შეხედვით ფიქსირდებოდა დარღვევები ტერიტორიაზე, იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები, ასევე, სხვადასხვა ადგილას იყო ღიობები, რომლებიც შესაბამისი წესით არ იყო დაცული. თუმცა, ვსაუბრობ პირველადი მონაცემებით, ხოლო დანარჩენზე საუბარი ინსპექტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ფერაძემ. |
02-04-2019
წყარო: bpn.ge
18-10-2019 კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი“ |
---|
01-03-2023 სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის! |
11-05-2023 პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად |
11-04-2019 აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა |