ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ნავიგატორი
1874

ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

► ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ქართულმა კომპანიამ ნომინაციაში ,,2019 წლის ინოვაციური ინიციატივა“ გაიმარჯვა და კონკურსის გამარჯვეულთა პირველ სამეულშიც მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში გაიმართა. PwC CEE დაჯილდოების სტრატეგიული პარტნიორია.

► მედია და კვლევითი პლატფორმა EMERGING EUROPE AWARDS - ი ლონდონში დაფუძნდა და მისი მიზანია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის 23 ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. EMERGING EUROPE AWARDS 2019-ის შესარჩევ კონკურსში 1000-მდე აპლიკანტი კომპანია მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე შეირჩა 120 ნომინანტი 12 კატეგორიაში.

► QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის და კრედიტუნარიანობის შეფასების ალგორითმული პლატფორმაა. ფინანსურ ტექნოლოგიებში მოღვაწე სტარტაპმა 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში ,,სტარტაპ საქართველო“ გაიმარჯვა. მაღალტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსის მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა. კომპანია QuickCAsh AI არის 2018 წლის FINTECH BUSINESS AWARD-ის BBVA-ს გლობალური კონკურსის ფინალისტი რისკების მართვის მიმართულებით.

05-07-2019

წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia

18-02-2019

ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

25-11-2019

2019 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება

05-06-2019

საფრანგეთში Nutella-ს თანამშრომლები გაიფიცნენ

26-12-2022

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი ფემიციდის თემაზე

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ