რე|ბანკის ფილიალი ქუთაისში გაიხსნა
ნავიგატორი
1891


რე|ბანკის ფილიალი ქუთაისში გაიხსნა

► ქუთაისში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვებრენდის, პირველი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩა #5-ში შეძლებენ.

► თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15 -ში, ჯავახეთის ქ. #75-ში და პეკინის გამზ. #19-ში, ბათუმში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53-ში.

► პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

► ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტური 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.

► მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.

► „მოხარული ვართ, გავხსნათ ჩვენი პირველი ფილიალი ქუთაისში. რე|ბანკი ასევე მალე წარმოდგენილი იქნება ზუგდიდში, გორში და თელავში. თბილისში უკვე სამი ფილიალი გვაქვს და ერთიც ბათუმში. ვფიქრობთ, რომ მალე შევძლებთ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს მთელ საქართველოში. “- შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით.

► რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

06-09-2019

წყარო: on.ge

11-05-2023

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად

30-05-2019

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

04-03-2019

უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

24-11-2021

სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი

24-11-2021

სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი

11-05-2023

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად

30-05-2019

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

04-03-2019

უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ