|
| 1909 |
|---|
უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა
| ► საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს. ► „კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, - ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ეს ზომა მიეღო. ► თავდაპირველად ავიაკომპანია აცხადებდა, რომ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ოპერაციებს შეასრულებდა, თუმცა კომპანიამ მილიონობით ევროთი იზარალა. ამას კი წინ უძღოდა აქციონერთა მიერ აღმასრულებელი დირექტორის გადაყენება. ფრანც იველინი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული შეცდომების დაშვებაში დაადანაშაულეს. ► Aigle Azur-ს ჩინური კონგლომერატი HNA ჯგუფი ფლობს. |

06-09-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-02-2023 ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია |
|---|
|
23-11-2022 New Call for Application Berlin Scholarship Program: Empowering Journalists in the Digital Field |
|
01-03-2019 ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში |
|
09-02-2023 ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის |