|
| 1897 |
|---|
უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა
| ► საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს. ► „კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, - ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ეს ზომა მიეღო. ► თავდაპირველად ავიაკომპანია აცხადებდა, რომ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ოპერაციებს შეასრულებდა, თუმცა კომპანიამ მილიონობით ევროთი იზარალა. ამას კი წინ უძღოდა აქციონერთა მიერ აღმასრულებელი დირექტორის გადაყენება. ფრანც იველინი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული შეცდომების დაშვებაში დაადანაშაულეს. ► Aigle Azur-ს ჩინური კონგლომერატი HNA ჯგუფი ფლობს. |

06-09-2019
წყარო: imedinews.ge
|
18-02-2019 PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს |
|---|
|
02-05-2019 გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა |
|
15-04-2019 2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს |
|
17-07-2019 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი |