თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა
ნავიგატორი
1755


თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა

♦ თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერს შეხვდა


♦  ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაა. საზოგადოებრივი ცენტრის ექსპორტი სერბეთის ქალაქ ლაზარევაცში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად განხორციელდა.


♦  ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მას სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სერბეთსა და საქართველოს შორის ამჟამინდელი ინტენსიური ურთიერთობების გამო და საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


♦  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება სერბეთის მხრიდან საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და მზადაა, თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს.
♦  სერბეთის პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სერბეთს ბიზნესის კეთების რეიტინგის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. მხარეები ამ მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.


♦  სერვისების მიწოდების ქართული მოდელის ექსპორტით სერბეთი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. საქართველოსთან ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრის სერბული ანალოგი, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს სწრაფად და კომფორტულად მიაწვდის. პირველი საზოგადოებრივი ცენტრი სერბეთში ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და მას სიმბოლურად საქართველოს იუსტიციის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ბრანკო რუჟიჩთან ერთად გახსნის.


♦  ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანსა და სერბეთის რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდება.

12-09-2019

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

07-05-2019

467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან

11-08-2022

სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება

02-05-2019

თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა

26-10-2022

სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

26-10-2022

სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში

07-05-2019

467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან

11-08-2022

სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება

02-05-2019

თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ