საერთაშორისო გამოფენაზე APIMONDIA 2019 ქართული თაფლი პირველად იყო წარმოდგენილი
► ,კანადაში, უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე Apimondia 2019 ქართული თაფლი პირველად იყო წარმოდგენილი.
► გამოფენას 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები და ვიზიტორები ესწრებოდნენ.
► ქართული თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
► კანადაში გამართული 46-ე გამოფენის ძირითად თემად მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განისაზღვრა.